ღია სტუდია - სტამბოლის შეხვედრა და უკრაინა-რუსეთის ომი
ღია სტუდია - სტამბოლის შეხვედრა და უკრაინა-რუსეთის ომი
  • სტამბოლის შეხვედრის შემდეგ უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერებასთან გაჩენილი ფრთხილი ოპტიმიზმი სწრაფად გაქრა – რუსეთი კვლავ ბომბავს უკრაინის ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას.  კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ ისიც ნაკლებად ოპტიმისტურად იყო განწყობილი სტამბულის შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა მაინც მნიშვნელოვანს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პოზიციების კარდინალური ცვლილებების მიუხედავად, შეხვედრა და დიალოგი მაინც შედგა. კონფლიქტოლოგი იზიარებს უკრაინელი პოლიტოლოგების მოსაზრებას, რომ რუსული მხარის ნდობა შეუძლებელია და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის წარმატებები სამხედრო მიმართულებით და დასავლეთის მხრიდან გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები რუსეთის პოზიციაზე აუცილებლად აისახება.

სტუმარი: გიორგი კანაშვილი, კონფლიქტოლოგი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: