„შრომის უსაფრთხოების ახალი რეგულაციები გამკაცრებულია. თუკი ძველი კანონი მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებული საფრთხის შემცველი შრომითი პირობების მქონე კომპანიებს ეხებოდა, ახალი რეგულაციები აბსოლუტურად ყველას ეხება. სავალდებულო ხდება, რომ ყველა საწარმოს აუცილებლად ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი. ყველა დამსაქმებელმა უნდა გაითავისოს რომ მას აქვს დასაქმებულთა უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება და ამავე დროს, დასაქმებულმაც აუცილებლად უნდა შეასრულოს ის მოთხოვნა, რომელიც გაწერილია შინა განაწესში და რომლის შესრულებასაც დასაქმებული ავალდებულებს.“
სტუმარი: მაია მიქაია – შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
სატელეფონო ჩართვა: ირაკლი როსტომაშვილი – მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.