ღია სტუდია - საქართველოში ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა I 02.04.2026
ღია სტუდია - საქართველოში ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა I 02.04.2026

ეკონომისტები და არაეკონომისტები უკვე პროგნოზირებენ, რომ ელექტროენერგიის ფასის ზრდა გამოიწვევს პროდუქციისა და მომსახურების ზრდას. გაიზრდება ინფლაცია. და ეს ყველაფერი რიგითი ადამიანების ყოველდღიურობაზე ძალიან სწრაფად აისახება.

თუ ამას ნავთობპროდუქტების ფასთან დაკავშირებულ გაუგებრობას დავუმატებთ ირანში მიმდინარე ომის ფონზე – სიტუაცია კიდეც უფრო პესიმისტურად გამოიყურება.

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ არსებობს რეალობები, რაზეც ხელისუფლება ვერ რეაგირებს და მაგალითად ირანის ომი მოყავს. მაგრამ ხელისუფლებას აქვს მექანიზმები, მეტ-ნაკლებად იმოქმედოს ინფლაციის ზრდაზე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: