ღია სტუდია - საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს I 08.02.2024
ღია სტუდია - საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს I 08.02.2024

პარლამენტი, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის მე-7 პრემიერ-მინისტრი გახდება.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ პრემიერ-მინისტრების ვინაობა ქართულ პოლიტიკაში გადამწყვეტი არ არის და რომ ყველაზე მნიშვნელოვან განაწყვეტილებებს ქვეყანაში კვლავ ბიძინა ივანიშვილი იღებს.

მისი განმარტებით, სხვადასხვა გამოკითხვით, ამომრჩევლის 40 პროცენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე. შესაბამისად, პროდასავლურად განწყობილმა ოპოზიციამ ეს ჯგუფი უნდა დაარწმუნოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებენ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: