აპრილის დასაწყისში, ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე, თანამდებობიდან გადადგა სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი. სამსახურის ახალი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის დანიშვნის შემდეგ, თანამდებობიდან წავიდა წინა ხელმძღვანელის ყველა მოადგილეც.
ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დავით ბრაგვაძე ამბობს, რომ ერთბაშად სუს-ის ყველა ხელმძღვანელის ცვლილების პრაქტიკა იშვიათად ხდება. მისივე ვარაუდით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, სუს-ი კვლავ განაგრძობს პოლიტიკური პოლიციის როლის შესრულებას, რაც მისი ფუნქცია არ არის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
