გასულ კვირაში საერთაშორისო მისიის დამკვირვებელთა დაკავებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა: განცხადება გააკეთეს როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა.მათ დაგმეს ცხინვალის წარმომადგენელთა და რუსი ოკუპანტების მოქმედება,თუმცა,სავარაუდოდ ამ ფაქტმა დაძაბულობის ესკალაცია არ უნდა გამოიწვიოს,ვინაიდან ოსურ მხარეს,როგოც ჩანს ეს სჭირდებოდა იმის საპირწონედ,რომ მათ ვერ შეძლეს ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის გაუქმება და თავისი მოსახლეობის თვალში ერთგვარი რეაბილიტაცია სჭირდებოდათ.
სტუმარი: გიორგი კანაშვილი – პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: