ღია სტუდია - რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. პრაქტიკულად, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს
- ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილის აზრით, დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციები რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. „ სანამ დასავლეთი უარს არ იტყვის რუსეთის ენერგომატარებლებზე და ამით ძალია სერიოზულ დარტყმას არ მიაყენებს რუსეთს, სანქციების გავლენა ნულს ქვევით იქნება“ – ამბობს ის.
- კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, შექმნილ ვითარებაში დიპლომატიის ადგილი აღარ დარჩა და ყველაერი ომის ხაზზე გადის. „ დღეს უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისთვის, არამედ ჩვენი, ევროპელების დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის“ – ამბობს ის.
სტუმარი: ირაკლი მელაშვილი, ანალიტიკოსი და კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: