გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი. სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების ესკალაციაა მოსალოდნელი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, საქართველო უკრაინის პოლიტიკურ მხარდამჭერთა მოწინავე ჯგუფში უნდა ყოფილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გრძნობას ნაკლებად ტოვებს.
გიორგი კლდიაშვილის აზრით, ის, რომ საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა დაახლოვდა, ეს უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგია.
სტუმარი: გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: