ღია სტუდია - რუსები ლარსთან: რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ? I 27.09.2022
ღია სტუდია - რუსები ლარსთან: რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ? I 27.09.2022

რონდელის ფონდის მკვლევარის ზურაბ ბატიაშვილი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა შემოუშვას რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც მასობრივად გაურბიან გამოცხადებულ მობილიზაციას და ხალხმრავალ ნაკადებად მიედინებიან სხვადასხვა ქვეყნისკენ. მისი თქმით, ამას არ სჭირდება არავითარი განსაკუთრებული კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი.

„ეს იქნებოდა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველო ამით არანაირ კანონს არ დაარღვევდა, რადგან მობილიზაციას გამოქცეული რუსები არ არიან დევნილები, იძულებით გადაადგილებული პირები. მათი დიდი რაოდენობით შემოსვლა საქართველოში უკიდურესად გააჯერებს შრომის ბაზარს და დაამძიმებს კრიმინალურ ვითარებას. ამ ჯერზე წამოსულ მოქალაქეთა შორის, განსხვავებით წინა ტალღისგან, ჭარბობენ არა საშუალო, არამედ დაბალი შეძლების, ღარიბი ადამიანები. საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს არხეინად უყურებს, თითქოს არც ეფიქრება“, – აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: