განათლების რეფორმის ამ ეტაპზე, მასწავლებლის ხელფასი, სტატუსის მიხედვით, უნდა გაიზარდოს სექტემბრიდან. ეს საკითხიც და ყველა ინიციატივა სასურველია, რომ გახდეს ფართო საზოგადოების განხილვის საგანი. განათლების მესვეურების ყველა ინიციატივა მიმართულია განათლების ხარისხის განვითარებაზე. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება 59 ათასი მასწავლებელი. ამ ზაფხულს ჩატარდება მასწავლებელთა ორი საკვალიფიკაციო გამოცდა, მაშინ, როცა გასულ წლებში მხოლოდ ერთი გამოცდა ტარდებოდა. მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის გამოცდების შედეგებს ექნება განმსაზღვრელი მნიშვნელობა. არის ძალიან საინტერესო შეთავაზება საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის.
სტუმარი: განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე.