ღია სტუდია - ბაიდენი-პუტინის შეხვედრა
ღია სტუდია - ბაიდენი-პუტინის შეხვედრა

პრეზიდენტ ბაიდენისა და პუტინის ონლაინ შეხვედრა კვლავ რჩება ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში. პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძის აზრით, 7 დეკემბერს გამართული შეხვედრით ყველა კმაყოფილი უნდა იყოს – ბაიდენი, რომელმაც შესძლო უკრაინის ირგვლივ სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობა დიპლომატიურ რელსებზე გადატანა; პუტინი, რომელმაც ბაიდენისგან მიიღო დაპირება, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ერთად განიხილავს რუსეთის მოთხოვნას, იურიდიულად გაფორმდეს პირობა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება; უკრაინა, რომელმაც ამჯერად ახალი საომარი მოქმედებები თავიდან აიცილა. „თუმცა, უკრაინა უკმაყოფილო იქნება ბაიდენის განცხადებით, რომელმაც უკრაინას მინსკის ჯგუფის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა“ – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგი ზვიად აბაშიძე ეთანხმება რიგი ანალიტიკოსების მოსაზრებას, რომ პუტინის მხრიდან მოთხოვნა, იურიდიულად გაფორმდეს შეთანხმება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, ძალიან წააგავს იალტა-2 და გავლენის სფეროების გაყოფის მოთხოვნას. „რუსეთი ძველი მატრიცის ყაიდაზე აგებული ქვეყანაა და ახლა ის იმპერიული პროექტის განხორციელების პიკში იმყოფება“ – ამბობს ზვიად აბაშიძე.

სტუმრები: პოლიტოლოგები ზაალ ანჯაფარიძე და ზვიად აბაშიძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: