ღია სტუდია - როდის გამოაცხადებს ცესკო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს I 31.10.2024
დღეს 31 ოქტომბერია. ზუსტად 5 დღე გავიდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან.
ამ დღეს ბევრი იმედი უკავშირდებოდა. ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, სწორედ ღია და სამართლიანი არჩევნების ჩატარება გახდებოდა წინაპირობა საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
სამწუხაროდ, სწორედ სამართლიანი არჩევნების ჩატარება გახდა პრობლემური.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, კოტე კანდელაკის თქმით, ყველაზე სერიოზული ბრალდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა. ამ მიზეზით საია ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის -ასეთი კი 2263 იყო – შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს.
„აუცილებელია, ცესკო-მ ყველა კითხვას დამაჯერებელი პასუხი გასცეს და არ გაექცეს პასუხისმგებლობას, თუ ასეთი შემთხვევა იქნება“, – განაცხადა კანდელაკმა.
მისივე თქმით, საარჩევნო დავების განხილვა 19 დღეში უნდა მოხდეს. მანამდე, ცესკო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ვერ გამოაცხადებს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: