ღია სტუდია - როდის დასრულდება ომი უკრაინაში I 19.06.2025
ღია სტუდია - როდის დასრულდება ომი უკრაინაში I 19.06.2025

ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირებამ თითქოს მეორე პლანზე გადაიტანა უკრაინაში მიმდინარე ომი, სადაც 17 ივნისს კიევის დაბომბვას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ვარაუდობს, რომ ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირება რამდენიმე დღეში დასრულდება. რაც შეეხება ომს უკრაინაში, მისი თქმით, როგორც ჩანს, საომარი მოქმედებები წლის ბოლოსთვის დასრულდება, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს.

„უკრაინელებში ანტირუსული განწყობა მხოლოდ ძლიერდება. შესაბამისად, ისინი სულ მარტოც რომ დარჩნენ რუსების წინაშე, დანებებას არ აპირებენ“, – ამბობს ვახტანგ კაპანაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა უკრაინიდან.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: