- საქართველოს მეტი წარმატება აქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების გზაზე, ვიდრე ევროკავშირთან. ნატოსთვის მნიშვნელოვანია წევრობის მოსურნე ქვეყნის თავსებადობა სამხედრო თვალსაზრისით, რა მხრივაც საქართველო შეიძლება წარმატებულ ქვეყნად ჩაითვალოს. ნატოსთვის ასევე მნიშვნელოვანია სამოქალაქო, დემოკრატიული განვითარების ხარისხი სახელმწიფოსა და საზოგადოებაში. ბოლო 30 წელი აჩვენებს, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები ჯერ ნატოს წევრები გახდნენ და უკვე შემდეგ – ევროკავშირის. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს შესაძლებლობებისა და გამძლეობის გაუმჯობესებაში დახმარებას ჰპირდება, მაგრამ ჩვენ ეს არ მიგვაჩნია საკმარისად – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც სხვა ქართველს ექსპერტებთან ერთად ხელს აწერს ნატოს მადრიდის სამიტის წინ გაგზავნილ ღია წერილს სტოლტენბერგისადმი.
სტუმარი: ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: