ღია სტუდია - რას მისცემს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობა
ღია სტუდია - რას მისცემს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობა
  • რას მისცემს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობა სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ცნობილი იქნება ევროკომისიის წინასწარი განწყობა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარის შორენა ლორთქიფანიძის თქმით, ევროკავშირის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. მანამდე კი, აუცილებელი რეფორმების გატარებისთვის, გაცილებით მეტ დახმარებას მიიღებს ევროკავშირისგან. „ჩემი აზრით, საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობაა. ამ კუთხით საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რადგან ჩვენც, ამ ქვეყანაში მაცხოვრებლებმაც და ევროკავშირმაც ზუსტად უნდა იცოდეს, დავუშვათ, როგორ მუშაობს უსაფრთხოების სისტემები“ – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.

სტუმარი: შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: