ღია სტუდია - რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2020 წელს თბილისის ბაგა-ბაღებში
„სააგენტო ბევრი მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. წელს ბაგა-ბაღების მოწესრიგებისთვის ისეთი ბიუჯეტი იყო გამოყოფილი, რაც სააგენტოს არსებობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. სრულად მოწესრიგდა ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ბუნებრივი აირის აპარატურა გაიტანეს გარეთ. გარდა არსებული ბაგა-ბაღების მოწესრიგებისა, სააგენტო ახალ ბაღებსაც აშენებს. წელს ექსპლუატაციაში შევიდა 9 ახალი საბავშვო ბაღი და გაისადაც 9 ახალი აშენდება.“
სტუმარი: კახაბერ გვანცელაძე – თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: