ღია სტუდია - რა შეიცვლება საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ I 07.11.2024
აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დასავლელი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბევრი რამ შეიცვლება. თუმცა, კონკრეტულად რა და როგორ შეიცვლება – ჯერ გაუგებარია.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი გიორგი მჭედლიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო რიტორიკა ყოველთვის რეალობას არ ნიშნავს და რომ ტრამპის პერიოდის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები მეტ-ნაკლებად ახალი ადმინისტრაციის დანიშვნის შემდეგ გაირკვევა.
„გავითვალისწინოთ ისიც, რომ, როგორც წესი, ამერიკის საგარეო პოლიტიკა რადიკალურად არ იცვლება ხოლმე სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში“, – ამბობს მჭედლიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: