ღია სტუდია - რა საჭიროა თვითმმართველობა I 24.07.2025
ღია სტუდია - რა საჭიროა თვითმმართველობა I 24.07.2025

მაშინ, როცა ოპოზიციაში დღემდე გრძელდება დისკუსია, უნდა მიიღონ თუ არა არსებულ პირობებში ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა, თუ აქტიური ბოიკოტის პოლიტიკაა გასატარებელი, თითქმის არავინ საუბრობს, რამდენად აქვთ იმის შესაძლებლობა ადგილობრივ თვითმმართველობებს, რისთვისაც მოქალაქეები ირჩევენ – განსაზღვროს და მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს აწუხებთ.

ინტერნეტგამოცემა „თვითმმართველობის დროას“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, თვითმმართველობის რეფორმა პოლიტიკურ კონიუნქტურას ეწირებოდა.

„ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა და ცდილობს თვითმმართველოები კვლავ ცენტრალური ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ იყოს“, – აცხადებს პოპიაშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: