პირეველ აპრილს მესამე წაკითხვით მიღებულ კანონებს შორის მოხვდა „ფარა“, რომლის მიღებითაც „ქართული ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონის ჩანაცვლებას გეგმავს – აგენტების კანონმა არ იმუშავა, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის დიდმა რაოდენობამ ე.წ. აგენტების რეესტრში რეგისტრაცია არ გაიარა.
საიას ანალიტიკოსი თამაზ კირტავა ამბობს, რომ საია არც ამჯერად აპირებს აგენტების რეესტრში რეგისტრაციას.
„მოვლენები საქართველოში სწრაფად ვითარდება და რა მოხდება 2 თვეში, როცა ფარა ამოქმედდება, არავინ იცის. შესაბამისად, წინასწარ გეგმებს არ ვაწყობთ“, – განაცხადა თამაზ კირტავამ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
