სოფო ხორგუანი – „ქართულ ოცნებას“ ღარიბაშვილი ჭირდება პარტიის ასაშენებლად „ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა ქართულ ოცნებაში რათა პარტიას მიხედოს“ – აცხადებს კრიზის-მენეჯერი სოფო ხორგუანი. „ღია სტუდიის“ სტუმრის აზრით, „ქართული ოცნება“ როგორც პარტია დღეს ყალიბდება და ეს პროცესი დაგვიანებული არ არის. მისივე პროგნოზით, ღარიბაშვილი დარჩება პარტიაში, ის არც პრემიერის და არც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს არ შეითავსებს. პარტიის მშენებლობის სხვა თანამდებობასთან შეთავსება შეუძლებელია. „არჩევნები არ უნდა მოიგოს არც სუსმა, არც შსს-მ, არც ეკონომიკის ან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. არჩევნებზე უნდა მუშაობდნენ პარტიული აქტივისტები და უნდა მუშაობდეს პარტია. თუ ოცნება მართლა ხედავს იმ კრიზისს რომელიც არსებობს, მას სჭირდება ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ადამიანი რომელიც რეალურად მიხედავს პარტიას“ – აცხადებს ხორგუანი და იქვე აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილს გადაწყვეტილებების მიღების პრობლემა არასოდეს ჰქონია.
სოფო ხორგუანმა განაცხადა, რომ ის მთაწმინდის რაიონში კენჭს იყრის როგორც მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი. „მე ვამბობ, რომ ერთ ადამიანს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ერთ ადამიანს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია“ – აცხადებს დეპუტატობის მომავალი კანდიდატი.
სტუმარი: სოფო ხორგუანი – კრიზის-მენეჯერი.