ღია სტუდია - პრეზიდენტის ნება და უფლებამოსილება ევროინტეგრაციის დასახმარებლად
ღია სტუდია - პრეზიდენტის ნება და უფლებამოსილება ევროინტეგრაციის დასახმარებლად
  • საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გააკრიტიკა ხელისუფლება და განაცხადა, რომ აპირებს კონსტიტუციით მონიჭებული ბერკეტების გამოყენებას ევროპული მომავლის გადასარჩენად. ორგანიზაციის „დემოკრატიის მცველები“ წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა, დახმარებოდა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. მისი თქმით, პრეზიდენტს შეეძლო ვეტო დაედო სასამართლოს გაუარესებული კანონმდებლობისთვის, წინ აღდგომოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, შეეძლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაენიშნა სასამართლო კლანის წარმომადგენელი. მშვენიერაძის აზრით, პრეზიდენტს ახლაც შეუძლია სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალება, თუმცა აცხადებს, რომ ამას არასოდეს გააკეთებს.

რესპონდენტი: გიორგი მშვენიერაძე, ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: