პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და წინასწარი შედეგებით უკვე გარანტირებული აქვს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიას. ჯერ კიდევ არჩევნებამდე ზელენსკიმ დიალოგის გამართვა შესთავაზა რუსეთის პრეზიდენტს და ეს ალბათ ჩვენთვისაც უნდა იყოს გასათვალისწინებელი, რომ გავმართოთ დიალოგი, რისკენაც მუდმივად მოგვიწოდებენ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან. დაკარგული ტერიტორიები დასაბრუნებელი გვაქვს. ეს ან ომით უნდა შევძლოთ, ან მოლაპარაკებებით და დიალოგით. ვინაიდან ომის წარმოება რუსეთთან წარმატების მომტანი ვერ იქნება, ამიტომ უნდა შევძლოთ მოლაპარაკებების გამართვა.
სტუმარი: გია აბაშიძე – პოლიტიკური ანალიტიკოსი.