ღია სტუდია - პოლიტიკური ვითარების მიმოხილვა
ღია სტუდია - პოლიტიკური ვითარების მიმოხილვა

ქვეყანაში კვლავ რთული პოლიტიკური ვითარებაა. გუშინ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის და შსს მინისტრის პრესკონფერენციები. საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. 2020 წლისათვის პროპორციული არჩევნების მოთხოვნა ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა იყო, რაზედაც ხელისუფლება თავს იკავებდა და აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდებაო. თუმცა, აქციების ფონზე მმართველმა პარტიამ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი და წამოაყენა წინადადება 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის მიუხედავად, პროცესი იქით მიდის,რომ შესაძლოა ვადამდელი არჩევნებიც კი დაინიშნოს და ეს არჩევნები პროპორციული წესით ვერ ჩატარდება.

სტუმარი: ბაქარ ბერეკაშვილი – პირველი არხის ანალიტიკოსი,პოლიტოლოგი.