ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი რეზოლუცია მიიღო საქართველოს შესახებ. აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარდა, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ კანონდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ, ქართული ოცნების კანონმდებლობა სულ უფრო ემსგავსება ნაციონალური მოძრაობის პერიოდში არსებულ კანონებს.
„მაგალითად, დეკემბერში ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შეტანილი ცვლილებები, როცა კვლავ იზრდება მაჟორიტარების რაოდენობა – ფაქტია, რომ 2021 წლის არჩევნების გამოძახილია. ბოლო არჩევნებისას „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე მუნიციპალიტეტი წააგო და ახლა ცდილობს, ეს თავიდან აიცილოს“, – აცხადებს კანდელაკი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
