ღია სტუდია - დანაშაული და სასჯელი ქართულად I 16.01.2025
ღია სტუდია - დანაშაული და სასჯელი ქართულად I 16.01.2025

28 ნოემბერს საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების პარალელურად, იზრდება აქციის დაპატიმრებული მონაწილეების რაოდენობაც. ბათუმში დააკავეს ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. მას პოლიციაზე თავდასხმა ედება ბრალად.

რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა ადამიანი რამდენიმედღიან პატიმრობაში გაუშვეს; რესტორანში მოსამართლეები კორპორატიულ ღონისძიებას მართავდნენ.

უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი მოსამართლეების მკაცრ განაჩენებს იმით ხსნის, რომ საქართველოში წაიშალა ზღვარი სამ ხელისუფლებას შორის და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ერთი პარტიის სურვილს ასრულებს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: