სოციალური ღია სტუდია - ვირუსული გრიპების პიკი დაიწყო I 22.01.2025
სოციალური ღია სტუდია - ვირუსული გრიპების პიკი დაიწყო I 22.01.2025

გადაცემის სტუმარმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობა მაღალია, მაგრამ მისი განცხადებით, 10-ზე მეტი ვირუსი ნამდვილად ცირკულირებს ქვეყანაში და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც გაზრდილია.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, სეზონურ გრიპებს ეს სამწუხარო შედეგიც ყოველთვის ახლავს და საზოგადოებას მოუწოდა გამოიჩინონ სიფრთხილე, ატარონ ნიღაბი.

ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ექიმს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებს.

სტუმარი: ივანე ჩხაიძე – მედიცინის მეცნიერებატა დოქტორი,პროფესორი, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: