ღია სტუდია - ოპოზიციის მოთხოვნებს ხელისუფლება მშვიდ უარს აგებებს
ღია სტუდია - ოპოზიციის მოთხოვნებს ხელისუფლება მშვიდ უარს აგებებს

ოპოზიციის მოთხოვნებს, ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, დანიშნოს ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები – ხელისუფლება მშვიდად ხვდება და არაფერი ეტყობა, რომ უკან დაიხევს. მეტიც, ქართული ოცნების ზოგი წარმომადგენელი ამბობს, რომ 2021 წელს ოპოზიციის ნაწილი შევა საქართველოს პარლამენტში. მოლაპარაკებების შინაარსი ბოლომდე ცხადი არ არის და გაირკვა, რომ ეს ხდება დიალოგის ხელშემწყობი ელჩების თხოვნით. არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ რამდენიმე შეკითხვაზე ვეძებთ პასუხს დღევანდელ გადაცემაში.

რესპონდენტები: დავით გამცემლიძე – ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი, გიგი თევაძე –  ილიას სახ. უნივერიტეტის პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: