ღია სტუდია - ლოქდაუნი პანდემიის წინააღმდეგ: პერსპექტივა და საფრთხე
ღია სტუდია - ლოქდაუნი პანდემიის წინააღმდეგ: პერსპექტივა და საფრთხე

სტუმარი: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.

28 ნოემბერს საქართველოში პანდემიის გამო ე.წ. ლოქდაუნი ამოქმედდა: შეზღუდულია ტრანსპორტი, ვაჭრობა, გადაადგილება, სხვადასხვა ბიზნესი. შემოღებიდან მოკლე დროში იფეთქა სოციალური უკმაყოფილების კერებმა: მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან „ჩაკეტვას“, რადგან საარსებო სახსარი ესპობათ. ჯერჯერობით ამას სპორადული ხასიათი და მცირე მასშტაბი აქვს, მაგრამ ლოქდაუნიც მხოლოდ ოთხი დღისაა. მთავრობამ ის ორი თვით გამოაცხადა. რას უნდა მოხმარდეს ეს ორი თვე, რა უნდა მოამზადოს, როგორ უნდა იმოქმედოს მთავრობამ ლოქდაუნის დროს და მის შემდეგ. შესაძლებელია თუ არა პანდემიის გავრცელების რაციონალური პროგნოზი – ამ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა საკითხებს ეხება „ღია სტუდია“ ზამთრის პირველ დღეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: