მთავრდება თუ არა კრიზისი ქვეყანაში, რომელსაც მიმომხილველთა ერთი ნაწილი არა პოლიტიკურს, არამედ საზოგადოებრივს უწოდებს? მოვლენების როგორ განვითარებას ველოდებით?
„კრიზისი გრძელდება და ამ ამბებში ნათლად იკვეთება რუსეთის როლი, მისი ინტერესები. იმის მიუხედავად, რომ ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც შედარებით შეუსრულებლად ჩანდა – 2020 წლისათვის პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება – დააკმაყოფილა ხელისუფლებამ და არა მხოლოდ ამ წესით არჩევნების დანიშვნაზე გამოხატა მზაობა, არამედ ნულოვანი ბარიერიც დაამატა, თავის მხრივ, ასევე 20 ივნისის ღამეს დაკავებული აქციის ყველა მონაწილე გათავისუფლებულია, გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატის მანდატი დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმა, აქციები მაინც გრძელდება.“
სტუმარი: ვაჟა ბერიძე – სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი.