ღია სტუდია - მოსალოდნელია თუ არა კიდევ ერთი ომი ევროპაში I 18.09.2025
ღია სტუდია - მოსალოდნელია თუ არა კიდევ ერთი ომი ევროპაში I 18.09.2025

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ლიდერები ხშირად აცხადებდნენ, რომ პუტინის მიზანი მხოლოდ უკრაინის დაპყრობა არ იყო და რომ ის შეეცდებოდა თავდასხმას ევროპის სხვა სახელმწიფოებზეც. სახელდებოდა შესაძლო თავდასხმის მიმართულებაც – ყველაზე ხშირად, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები.

10 სექტემბრის საღამოს პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 რუსული დრონის გამოჩენა ამ ვერსიას საფუძვლიანს ქმნის – იმ საღამოს პოლონეთმა 19-დან 7 დრონის ჩამოგდება მოახერხა. რამდენიმე დღეში, რუსული დრონები უკვე რუმინეთის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა. რუსული მხარის განცხადებით, ეს შემთხვევით მოხდა.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობის პარალელურად, რუსეთი ახალ ომს არ წამოიწყებს.

„იქნება თუ არა ნატოს რომელიმე წევრი სახელმწიფო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, ეს უკრაინაში ომის დასრულებაზეა დამოკიდებული. რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ასეთი საფრთხე რეალური იქნება“, – აცხადებს გობრონიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: