„ხურვალეთიდან გატაცებული ქალბატონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება მის ადგილმდებარეობას, სად იმყოფება ამჟამად იგი, ამაზე ოჯახმა პასუხი წითელი ჯვრის წარმომადგენლებისგან ვერ მიიღო“- ნინო ფისაძე.
„მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ჩვენი ინფორმაციით 37 წლის ქალბატონი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მას გარეგნულად რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება“ – ლაშა დარსალია.
„ხურვალეთი ყველაზე პრობლემური სოფელია ე.წ საზღვრისპირა სოფლებიდან. სახელმწიფომ უფრო მეტი პრევენციული ღონისძიებები უნდა განახორციელოს, რათა ასეთი შემთხვევები მინიმუმადე დავიყვანოთ. ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი სამოქმედო ხედვა. აუცილებელია საერთაშორისო მექანიზმების მეტად გამოყენება. საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მკაცრი ზომები უნდა მიიღოს და მხოლოდ ფაქტების დაგმობით არ უნდა შემოიფარგლოს“ – ალექსანდრე ცქიტიშვილი
სტუმარი: ალექსანდრე ცქიტიშვილი – ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი
სატელეფონო ჩართვა: ლაშა დარსალია – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. ნინო ფისაძე– მოამბის ჟურენალისტი ; თამარ მეარაყიშვილი – ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი.