26 თებერვლამდე ვინც ნებაყოფლობით გაატარებს რეგისტრაციაში მოპედს, ამას შეღავათიან ფასად შეძლებს. მარტიდან კი რეგისტრაცია სავალდებულო ხდება და გადასახადიც განსხვავებული იქნება – განაცხადეს გადაცემაში მოწვეულმა ექსპერტებმა.
მათ ისაუბრეს აგრეთვე ახალი სამგზავრო ტარიფის დადებით და უარყოფით მხარეებზე და აღნიშნეს, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდა საქალაქო ტრანსპორტის შემდგომ გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს.
სტუმები: ირაკლი იზორია – „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“.
სატელეფონო ჩართვა: ეკატერინე ლალიაშვილი – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: