ღია სტუდია - კოვიდ 19 საქართველოში: არსებული ვითარება და პერსპექტივა
ღია სტუდია - კოვიდ 19 საქართველოში: არსებული ვითარება და პერსპექტივა
  • ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება – დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო საქართველოში პირველი ადამიანი, რომელმაც ორი წლის წინ საჯაროდ თქვა ეს სიტყვები. დღეს, ორი წლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები უკვე ცხოვრობენ ვირუსთან ერთად, თან ისე, რომ ჩვენი ქვეყანა, კოვიდ სტატისტიკის მხრივ, გამორჩეულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნად ითვლება. მოსახლეობა თითქოს შეეჩვია ვირუსს და რუტინად ექცა წესებისა თუ რეგულაციების დაცვაც და დარღვევაც. საზოგადოებას გაუარა ზაფრამ, მაგრამ განელდა ან განელდება კი სიკვდილისა და დაავადების გავრცელების საფრთხე ახლო მომავალში?

რესპონდენტი: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: