ღია სტუდია - კერძო გამსესხებელები და პრობლემური სესხები I 06.02.2024
კერძო გამსესხებლებს საქართველოში მრავალი ადამიანი მიმართავს ფულის სასესხებლად. ამ სფეროშო კეთილსინდისიერი ადამიანების გარდა არიან გამსესხებლები, რომლებიც მსესხებლებს არსებითად თაღლითურ ხელშეკრულებას სთავაზობენ, რაც ხშირად მსესხებელს უძრავი ქონების დაკარგვად უჯდება.
საბანკო სისტემა კერძო გამსესხებლებზე გაცილებით საიმედოა, მაგრამ ამ სფეროში ფაქტობრივი მონოპოლიის გამო საბანკო სესხი უფრო საგრძნობლად ძვირია, ვიდრე ის იქნებოდა, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბირჟა რომ არსებულიყო.
სტუმარი: ვახტანგ ჭარაია, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: