ღია სტუდია - კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“
ღია სტუდია - კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“

რა ცვლილებები შევა მოქმედ კანონში შემოდგომაზე

” შრომის ინსპექცია არ არის პრობლემის მოგვარების ერთადერთი საშუალება. აუცილებელია, საწარმოებში განვითარდეს შრომის უსაფრთხოების მენეჯერთა ინსტიტუტი, რომელიც შრომის უსაფრთხოებას ადგილებზე უზრუნველყოფს.” – განაცხადა ელგუჯა მელაძემ

” შრომის უსაფრთხოებასთან ერთად საწარმოებისთვის პრიორიტეტული შრომის პირობებიც უნდა იყოს, რაც “შრომის კოდექსმა” უნდა უზრუნველყოს”- განაცხადა თამარ გაბისონიამ

“ამჟამად ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ინსპექციის ფორმის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. ეს სამსახური ორიენტირებული უნდა იყოს როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლის ინტერესების დაცვაზე. მან თანაბრად უნდა დაიცვას ბიზნესიც და შრომის უსაფრთხოებაც.” – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა

სტუმარი: ელგუჯა მელაძე –  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის  პრეზიდენტი

სატელეფონო ჩართვა: დიმიტრი ცქიტიშვილი – უმრავლესობის წევრი, თამარ გაბისონია – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი