ღია სტუდია - ირანი: საპროტესტო გამოსვლები თუ რევოლუცია I 15.01.2026
2025 წლის დეკემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქცია, ალბათ, ირანში ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი. ხელისუფლების სიხისტის მიუხედავად, მთელი ირანის ტერიტორიაზე ადამიანები ქუჩებში გამოდიან და ირანის სულიერი ლიდერის ალი ხომენეის გადადგომას ითხოვენ.
აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე ამბობს, რომ ეკონომიკური პრობლემების პარალელურად, იზრდება ირანელების უკმაყოფილება ხელისუფლების რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ.
„მხოლოდ შარშან ირანში სიკვდილით 2 ათასი ადამიანი დასაჯეს“, – ამბობს სანიკიძე.
გიორგი სანიკიძის ვარაუდით, გარედან დახმარების გარეშე, საეჭვოა, ირანელებმა შესძლონ აიათოლას ხელისუფლების შეცვლა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
