ღია სტუდია - ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე I 17.11.2022
საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტისას გაირკვა ის პროექტები, რომელთა განხორციელებითაც ევროკავშირი განსაკუთრებულად დაინტერესებულია. ევროპისკენ მიმავალი ელექტროენერგიის კაბელი, ინტერნეტის კაბელი, თანამშრომლობა შავი ზღვის პორტების განვითარებისთვის.
ფაქტია, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სანქცირებული რუსეთის ალტერნატივის ძიება ელექტროენერგიის, გაზის, ნავთობის, ტვირთების მოძრაობისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს და საქართველოს კარგი შანსი აქვს, ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის ანი ჯანუყაშვილის თქმით, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ათვისების შემთხვევაში, საქართველოს ექნება შესაძლებლობა გაზარდოს ადგილობრივი გენერაციის წილი ელექტროენერგიაზე მოხმარების უზრუნველსაყოფად და ასევე შეძლოს ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება.
„ამ ეტაპზე საქართველოს თავისი ჰიდრორესურსების მხოლოდ 20-22 პროცენტი აქვს ათვისებული, რაც დაბალი მაჩვენებელია. ამასთანავე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს მზისა და ქარის ენერგიის გამომუშავებაზე“, – ამბობს ის.
ანი ჯანუყაშვილის თქმით, ენერგეტიკის განვითარება და გარემოზე ზრუნვა სავსებით თავსებადია და ამ კუთხით ხელისუფლებისა და ინვესტორების თანამშრომლობით კიდევ უფრო მეტი წარმატებული პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: