ღია სტუდია - დღეიდან, ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება

რა აქვს დადებითი და უარყოფითი ამ სიახლეს, როგორ განხორციელდება აღსრულება?

 

 „მერიის ეს ნაბიჯი პროგრესულია და მხარს ვუჭერთ. თუმცა დამატებით უნდა ვიმუშაოთ მძღოლების უსაფრთხოების თემებზე. მგზავრების უსაფრთხოდ მომსახურებისთვის მართვის მოწმობასთან ერთად მძღოლებს უნარ-ჩვცევები სჭირდებათ, ასევე უნდა მუშაობდეს ცხელი ხაზი, სადაც კონკრეტული ზარები შევა და კონკრეტულ პრობლემაზე რეაგირება მოხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესია, გადაადგილება უსაფრთხო იყოს.“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა
„ლიცენზირებულ ტაქსების მძღოლებს შორის 15 ქალბატონია. ერთი წლის შემდეგ იქნება ა და ბ კატეგორია. ბ კატეგორიის მძღოლებს მანქანების გადაღებვა არ მოუწევთ, თუმცა ვერ ისარგებლებენ ა კატეგორიის მანქანებისთვის დაწესებული შეღავათებით.“ – განაცხადა მამუკა მუმლაძემ
სტუმარი: მამუკა მუმლაძე – თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი
სატელეფონო ჩართვა: ექსპერტ ეკა ლალიაშვილთან – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“, თავმჯდომარე