ღია სტუდია - დადგება თუ არა ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის წინაშე
ღია სტუდია - დადგება თუ არა ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის წინაშე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდა. პარტიები მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ. ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული, 2022 წელს ჩატარდება თუ არა საქართველოში რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას აუცილებელი 43 პროცენტის აღება არ გაუჭირდება. ის განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სპეციფიკური ხასიათისაა და ადილებზე ადამიანები უფრო დაინტერესებულები არიან, ვინ იქნება ამა თუ იმ ქალაქის მერი, ვიდრე პარლამენტის ვადამდელი არჩევნების საკითხი.
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილიც თვლის, რომ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ქართულ ოცნებას არ უნდა გაუჭირდეს 43 პროცენტიანი მხარდაჭერის მიღება, თუ პარტიამ რამე ფატალური შეცდომა არ დაუშვა. მისივე აზრით, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, სავარაუდოდ, ეცდება არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ე.წ. შუაში მყოფი ამომრჩევლის ხმების მიღებას. გიორგი კანაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ის ნამდვილად არ არის ბიძინა ივანიშვილის „პროექტი“.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: