ღია სტუდია - ცხელი პოლიტიკური სეზონის მოლოდინი I 20.06.2024
ღია სტუდია - ცხელი პოლიტიკური სეზონის მოლოდინი I 20.06.2024

მომავალ კვირას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე, სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც განიხილავენ.

ევროკავშირმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირი არა მხოლოდ ე.წ. უცხოური გამჭვირვალობის კანონის მიღებას თვლის ევროინტეგრაციისთვის მიუღებლად, არამედ შეშფოთებას გამოთქვამს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ დაშვებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

დემოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორის, თამარ ხიდაშელის აზრით, ძალადობის სისტემურობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ცდილობს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ ფართო საზოგადოების დაშინებას.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: