ღია სტუდია - ბიბისი და საქართველო I 04.12.2025
ღია სტუდია - ბიბისი და საქართველო I 04.12.2025

ბოლო ოთხი დღეა, საქართველოში განხილვის საკითხია ბიბისის ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით „როდესაც წყალი გწვავს – ბრძოლა საქართველოსთვის“. ფილმი თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციების დაშლის საკითხს ეხება.

ბიბისის ვარაუდით, შარშან, ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველის პროსპექტზე საპროტესტო აქციების დაშლისას გამოყენებული იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება „კამიტი“.

ინფექციონისტი გიორგი გეგენავას თქმით, მაშინ, როცა ბევრი ადამიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ჩივის აქციების დაშლისას წყლის ჭავლში მოხვედრის გამო, სახელმწიფო ვალდებულია, დაასახელოს, რა იყო გარეული წყლის ჭავლში.

„ეს, თუნდაც, დაგვიანებით, ხელს შეუწყობს სწორი მკურნალობის დანიშვნას“, – ამბობს გეგენავა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მთავარი მკვლევარი, დიპლომატი გიგი გიგიაძე თვლის, რომ წყლის ჭავლში გარეული ნივთიერების დასახელებისგან თავის არიდებით, „ქართული ოცნება“ ეჭვებს მხოლოდ აძლიერებს. მისი აზრით, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: