ღია სტუდია - ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება
ღია სტუდია - ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება

ტექინსპექტირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო მგზავრობისათვის და ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ამას საზოგადოება ითვალისწინებს და პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. ტექინსპექტირება 180 ათასზე მეტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, ნაწილი დახარვეზდა და ხარვეზის გამოსწორებისთვის მიეცა ვადა. ჩვენს გზებზე კი 120 ათასი ტექნიკურად გამართული ავტომობილი მოძრაობს.

სტუმრები: ბექა ლილუაშვილი – შსს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი, შალვა ურიადმყოფელი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.