ღია სტუდია - არჩევნები და ლეგიტიმაცია I 14.11.2024
ღია სტუდია - არჩევნები და ლეგიტიმაცია I 14.11.2024

26 ოქტომბრის არჩევნებიდან მე-19 დღეს კვლავ უცნობია, როგორი შემადგენლობის იქნება საქართველოს პარლამენტი. ოპოზიციური გაერთიანებები, რომლებმაც 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახეს, არჩევნების გაყალბების მიზეზით, უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს პოლიტიკური ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს.

„არჩევნები არ არის მხოლოდ საკანონმდებლო ნორმების შესრულება. არჩევნებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. და მაშინ, როცა მის ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვებია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ხელისუფლება კი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს – საკმარისი საფუძველი ჩნდება ეჭვისთვის, რამდენად ლეგიტიმურად ჩატარდა არჩევნები“ – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: