„აფეთქების შედეგად დაშავებულები უკვე გაეწერნენ სამკურნალო დაწესებულებებიდან. იაშვილის კლინიკაში მხოლოდ ერთი ბავშვი რჩება, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.
„ყველაფერს ვაკეთებთ აფეთქების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. საცხოვრებელი ბინების დაზიანების გამო სათანადო სამსახურებმა კორპუსიდან გაიყვანეს მოქალაქეები. 11 ოჯახი სასტუმროშია დაბინავებული“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სატელეფონო ჩართვა: გაიოზ ვასაძე – საბურთალოს რაიონის გამგებელი.
სტუმარი: მარინა დარახველიძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი.