ღია სტუდია - ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები კონფლიქტის ზონებში
ფაქტობრივად დღე არ გავა, რომ გამყოფ ხაზებთან ჩვენი მოქალაქეები არ დააკავონ ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ასეთ ძალადობას, სხვადასხვა დროს თითქმის 15 ათასი ჩვენი მოქალაქე დაექვემდებარა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა გამყოფ ხაზებთან არსებული ვითარება და სათანადო რეკომენდაციებიც შეიმუშავა.
სტუმარი: ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.