ღია სტუდია - 30 ოქტომბერი - არჩევნების მეორე ტური
ღია სტუდია - 30 ოქტომბერი - არჩევნების მეორე ტური

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, კანდიდატები და პარტიები თავის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. ქართული ოცნების წევრის, პარლამენტარის სოზარ სუბარის განცხადებით, ქართული ოცნება სრულად დარწმუნებულია, რომ მისი კანდიდატები ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებენ.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შემდეგ შესაძლო საპროტესტო აქციებს, სოზარ სუბარს აეჭვებს, რომ პროტესტის დაწყების შემთხვევაში, ოპოზიცია რამე შედეგს მიაღწევს. „პროტესტი და აქციები დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. მეორე მხრივ, საქართველოში აქციებით ხელისუფლება აღარ იცვლება“, – ამბობს სოზარ სუბარი.

მისივე განმარტებით, ცენტრალური ხელისუფლებისთვის არანაირი პრობლემა არ იქნება რომელიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლის გამარჯვება:

„პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნება, რის მაგალითადაც 2012 წლის შემდეგ თბილისის მაშინდელი მერის გიგი უგულავას საქმიანობა გამოდგება, რომელიც თბილისელების პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ნაცმოძრაობის წევრების დასაქმებაში ხარჯავდა ბიუჯეტის თანხებს“, – ამბობს სოზარ სუბარი.

მისი ვარაუდით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი 3 წელი ოპოზიციურ პარტიებს გაძლიერების საშუალებას მისცემს, რაც ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის შექმნას შეუწყობს ხელს.

სტუმარი: სოზარ სუბარი – პარლამენტის წევრი, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: