რუსეთი ე.წ. კამიკაძე დრონებით ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 2-ჯერ დაიბომბა კიევი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე თითქოს უფრო უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა. გუშინ უკრაინელებმა რაკეტების და დრონების 90 პროცენტი გაანადგურეს.
პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის განმარტებით, დრონებით ქალაქების დაბომბვა უკრაინელების დაშინებას ისახავს მიზნად, რადგან ფრონტზე მიმდინარე მოვლენებზე ეს არანაირად არ აისახება.
„დღეს ყველა დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და რუსეთი ბრძოლის ველზე დამარცხდება“, – ამბობს ლაშა ბერიძე, რომელიც გამორიცხავს კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობას, რაც, მისი აზრით, ეს მხოლოდ პაუზა იქნება ახალი ომის წინ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: