საუკუნეების განმავლობაში უცხო ეთნიკურ გარემოცვაში მყოფი ფერედნელებისთვის ქართული ენა მათი ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნების ხელშემწყობ პირობად იქცა. დასავლეთ ირანში, ისპაჰანის პროვინციის მახლობლად მდებარე ამ პატარა მთებით მოცულ ქალაქში, სადაც 4000-მდე ოჯახი ცხოვრობს. ქუჩებში ყოველ ნაბიჯზე ქართულ წარწერებს შეხვდებით: „ძეთის შეცვლა“, „მარტყოფის თაფლი“, “ხის მეწარმეობა”. ზოგჯერ შედარებით უჩვეულო აბრებსაც: „ქართველ დედის საჩუქრები“, „მიყვარხარ სამშობლო“, „ქართველს გავმარჯოს“. როგორც ამბობენ: ქუჩებსა თუ მთებში, უფრო მეტჯერ მოისმენ ქართული სიმღერებს, ვიდრე საქართველოში.
გადაცემის სტუმრები: ზვიად ტომარაძე – ორგანიზაცია „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ს დირექტორი;
ფერეიდნელი ქართველები: გიორგი გუგუნაშვილი და რეზო ხუცუშვილი.
ავტორი: ნანა ლომიძე.
წამყვანი: ია მახარაძე.