9 მაისს 75-ედ აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვება. დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 372 ვეტერანი გვყავს, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 82 წლის, ყველაზე ხანდაზმული კი-106 წლისაა. მოახლოებული დღესასწაულისა და ვეტერანთა ხელშეწყობის აუცილებლობის შესახებ გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალმა ვლადიმერ იმნაძემ ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: