დამოუკიდებლობის 1028 დღე - საკანონმდებლო  ორგანოში  მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის უმრავლესობის წარმომადგენელის რაჟდენ არსენიძისა და ოპოზიციის წარმომადგენლის, ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის პეტრე სურგულაძის რადიო პორტრეტები
დამოუკიდებლობის 1028 დღე - საკანონმდებლო ორგანოში მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის უმრავლესობის წარმომადგენელის რაჟდენ არსენიძისა და ოპოზიციის წარმომადგენლის, ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის პეტრე სურგულაძის რადიო პორტრეტები

გადაცემაში „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ ვაგრძელებთ საუბარს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაზე. ამჯერად მსმენელს წარვუდგენთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის უმრავლესობის წარმომადგენელის რაჟდენ არსენიძისა და ოპოზიციის წარმომადგენლის, ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის პეტრე სურგულაძის რადიო პორტრეტებს. მსმენელს მოვუთხრობთ მათ საპარლამენტო მოღვაწეობაზე, გავიხსენებთ კრების თუ რომელ კომისიებში მუშაობდნენ. მსმენელის ყურადღებას მივაპყრობთ რაჟდენ არსენიძის მიერ შეტანილ წვლილზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავების და დამტკიცების საქმეში. ასევე აქცენტს ვამახვილებთ პეტრე სურგულაძის საქმიანობაზე პირველი რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს იმ დროებითი კომისიის შემადგენლობაში, რომელიც 1919 წლის მარტში ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებში შექმნილ ვითარებას შეისწავლიდა. ხაზი გვაქვს გასმული პეტრე სურგულაძის იმ დადებით როლზე, რასაც ის მესხეთში, აჭარასა და საინგილოში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების განმტკიცების საქმეში ასრულებდა. მოთხრობილია საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ მათ იძულებით ემიგრაციაში წასვლასა და იმ საქმიანობაზე, რომელიც დამოუკიდებლობის კვლავ აღდგენისაკენ იყო მიმართული. რადიო გადაცემაში ხაზგასმულია, რომ ორივე მათგანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში მონაწილეობა და მათი მოღვაწეობის მთავარი ვექტორი პირველი რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ იყო მიმართული.

დამოუკიდებლობის 1028 დღე

  

დატოვე კომენტარი